2011 წლის 2-4 მაისს GIZ–ის პროექტის მიერ ორგანიზებული ტრეინინგის ფარგლებში მოხდა შპს „მენეჯმნეტის სისტემების“ კონსულტანტების გადამზადება GlobalGAP–ის მოთხოვნებთან დაკავშირებით. განხილულ იქნა სურსათის უვნებლობის სისტემა და მისი დანერგვის თავისებურებები მცენარეული პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის. აღნიშნულ ტრეინინგს უძღვებოდა TÜV SÜD Management Service GmbH წამყვანი აუდიტორი დოქტორი ედა ჰენცე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.