|
|
Profi-Con Austria GmgH
პროფი–კონი 1985 წლიდან წარმოადგენს ავსტრიულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალური სერვისის მიწოდებას სუფთა ოთახების, საავადმყოფოების სუფთა ოთახებისა და სუფთა ოთახების წარმატებული მენეჯმენტის სფეროში, სამედიცინო, ბიო-, გენური ინჟინერიის, ფარმაციის ინდუსტრიის სფეროში სტერილურობის შენარჩუნებას. ასევე, პროფესიონალური დასუფთავების სერვისს მტვრისგან თავისუფალი სუფთა ოთახებისთვის.
პროფი–კონი სთავაზობს თავის კლიენტებს მომსახურების სრულ პაკეტს, რომელთაც საშუალება ეძლევათ აირჩიონ სხვადასხვა მოდულები, რაც გათვალისწინებულია ყველა კატეგორიის პროფესიონალური სუფთა ოთახებისთვის, რათა მოხდეს მტვრისგან თავისუფალი და სტერილური პროდუქტის შენარჩუნება.
რაც შეეხება მოქმედების სფეროს, პროფი–კონის ოფისები განთავსებულია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.
პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრეინინგებს და სემინარებს, რაც სუფთა ოთახების ტექნოლოგიების ყველა ასპექტს მოიცავს.
პროფი–კონი თავის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების შემდეგ სისტემას:
პირველადი:
ეს სერვისი გთავაზობთ პირველად და ძირითად დასუფთავებას ახლად დაინსტალირებული სუფთა ოთახებისთვის. პირველადი დასუფთავება ეს არის პროფი–კონის სერვის სისტემის საფუძველი და სისუფთავის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა ISO და VDI სახელმძღვანელოების მიხედვით.
კომბი:
შემდეგი ძირითადი დასუფთავება, კომბი, არის პირველადი სერვისის დამატება და ძირითადი დასუფთავების განახლება . კომბი სერვისი დრო და დრო უნდა განმეორდეს, რაც დამოკიდებულია სუფთა ოთახის მოთხოვნაზე და უნდა განხორციელდეს ძირითადი დასუფთავებისგან დამოუკიდებლად.
კონტი:
ყოველდღიური დასუფთავება: ინტენსიური ყოველდღიური დასუფთავება არის სამუშაო გარემოს საუკეთესო პირობების და პროდუქტის ხარისხის გარანტია. კონტი (უწყვეტი) სერვისი ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.
სპეციალური:
კომპანია ახორციელებს საწარმოო საშუალებების დასუფთავებას სპეციალური მოთხოვნის ან სერიოზული დაბინძურების შემთხვევაში.
ტრეინინგი:
დაბინძურების ძირითად წყაროს თანამშრომელთა შეცდომა წარმოადგენს. შესაბამისად, საუკუთესო პრაქტიკას წარმოადგენს პროფესიონალური და ადრეული ინტერვენცია სპეციალური ზომების წარმოდგენითა და ცნობიერების ამაღლებით.
სემინარები:
პროფი–კონის სემინარები უზრუნველყოფენ სუფთა ოთახების ტექნოლოგიების, სწორი პროცედურების და მათი ჩატარების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას.
პროფი–კონი მტკიცედ აცხადებს, რომ ორგანიზაციას აქვს სურვილი განახორციელოს ნებისმიერი სახის ბიზნესი და სერვისები საქართველოში მხოლოდ შპს „ მენეჯმენტის სისტემებთან“ ერთად და მხოლოდ მისი მეშვეობით.
|
|
| |